სიახლეები

ქალაქ ცაგერში დასუფთავების აქცია მოეწყო

ქალაქ ცაგერში დასუფთავების აქცია მოეწყო.
დასუფთავდა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლდა ყოფილი საავადმყოფოს ეზო და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია.
დასუფთავების აქციაში ჩართული გახლდნენ ა/ა/იპ ,,კომუნალური მომსახურების" და ა/ა/ იპ ,,ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი ცენტრის" თანამშრომლები.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალუდა თუთისანმა და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რეზო ხეცურიანმა.

სიახლეები