სიახლეები

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ,,ტურიზმის განვითარებისა და ძეგლთა დაცვის ხელშეწყობის ცენტრის" თანამშრომლებს შეხვდნენ.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი და მერიის, განათლების, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი ქალაქ ცაგერში, ,,ტურიზმის განვითარებისა და ძეგლთა დაცვის ხელშეწყობის ცენტრის" თანამშრომლებს შეხვდნენ.
,,ტურიზმის განვითარებისა და ძეგლთა დაცვის ხელშეწყობის ცენტრი” მიმდინარე წლის პირველი მარტიდან ,,ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი" ახალ შენობაში განთავსდა და ლეჩხუმის პოპულარიზაციის კუთხით აქტიურად მუშაობს.
ხელმძღვანელმა პირებმა, ცენტრის დირექტორთან, ნიკოლოზ ჩაკვეტაძესთან და თანამშრომლებთან ერთად, სამუშაო პირობებზე, ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევებზე, საჭიროებებზე და სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს.

სიახლეები