სიახლეები
ქალაქ ცაგერის N 1 საბავშვო ბაღში 5-6 წლის აღსაზრდელების ზეიმი მოეწყო
ალაქ ცაგერის N 1 საბავშვო ბაღში 5-6 წლის აღსაზრდელების ზეიმი მოეწყო.
პატარებმა მუსიკალური და ცეკვის ნომრებით, ლექსებით სასიამოვნო განწყობა შექმნეს.
ღონისძიების ბოლოს პატარებს მიესალმა და სკოლისკენ გზა დაულოცა საბავშვო ბაღის გამგემ ცარო გუგავამ, სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებათა წარმომადგენლებმა, პედაგოგებმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ჭაბუკი ჭაბუკიანი,მერის მოადგილეები ალუდა თუთისანი, რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები მარიკა კოპალიანი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაგდა ყურაშვილი.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისგან პატარებმა საჩუქრები მიიღეს.


