სიახლეები

2022 წლის „ცაგერის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

გილოცავთ ! 2022 წლის „ცაგერის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა !
ტიტული ცაგერის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე თამარ კოპალიანმა მოიპოვა !
ვულოცავთ თამარს, ცაგერის საჯარო სკოლას, მთელ მუნიციპალიტეტსა და სასკოლო საზოგადოებას ამ წარმატებას !
ინტელექტუალური კონკურსი ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურისა და ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა
შეგახსენებთ, რომ თამარი მონაწილეობას მიიღებს დასკვნით ღონისძიებაში, რომელიც ასევე დისტანციურ რეჟიმში, ივლისში გაიმართება. ღონისძიებას პროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება, მონაწილეები კი კონკურსში ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ჩაერთვებიან. გამარჯვებული სამეული საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდება
ცაგერის მუნიციპალიტეტი ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლა Giorgi Nemsadze/გიორგი ნემსაძე Gocha Tkeshelashvili/გოჩა ტყეშელაშვილი

სიახლეები