სიახლეები

მიმდინარეონს აქტიური მუშაობა აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგოდ

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებსა და რეგიონებში მიმდინარე სხვა პროექტებზე იმსჯელეს სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც დაესწრო გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისრაფეშვილი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ტიტე აროშიძესთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილთან, რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან ერთად, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები განიხილა.
შეხვედრაზე მავნებელთან ბრძოლის პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების და თითმმართველი ერთეულების როლზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მაქსიმალური შედეგის მიღება შესაძლებელია ერთობლივი ძალისხმევით და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით.
დღეისათვის ყველა რეგიონის მუნიციპალიტეტში მავნებლის მონიტორინგი და რაოდენობის იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. მონიტროინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება მავნებლის კონტროლის შეწავლითი სამუშაოები. მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, ჩატარდება აქტიური საინფორმაციო კამპანია.

სიახლეები