სიახლეები

ლეჩხუმში ლეგენდარულ ხვამლის მთაზე ხვამლობის დღესასწაული აღინიშნა

ლეჩხუმში ლეგენდარულ ხვამლის მთაზე ხვამლობის დღესასწაული აღინიშნა.
ხვამლობა მოძრავი დღესასწაულია და ყოველთვის სულთმოფენობის წინა დღეს აღინიშნება.
საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოდიან მომლოცველები, უცხოელი ტურისტები და ვიზიტორები.
ხვამლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა ჭყონდიდის, ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ.
მრევლთან ერთად სადღესასწაულო წირვას დაესწრნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.
ვულოცავთ ამ დიდებულ, რელიგიურ-სახალხო დღესასწაულს ლეჩხუმს და სრულიად საქართველოს!
ხვამლის წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი.

სიახლეები