სიახლეები

სოფელ დეხვირის საჯარო სკოლამ, განსაკუთრებული მონდომებითა და შრომით, გაიმარჯვა კონკურსში-"სკოლის მწვანე ეზო"

სოფელ დეხვირის საჯარო სკოლამ, განსაკუთრებული მონდომებითა და შრომით, გაიმარჯვა კონკურსში-"სკოლის მწვანე ეზო".
სასკოლო საზოგადოების დიდი მონდომებითა და ძალისხმევით,ბმუდმივი ჩართულობით კიდევ ერთი წარმატება შეემატა საუკუნე ნახევრიანი სკოლის ისტორიას.
პროექტი შვედეთის საელჩოს პარტნიორი ორგანიზაცია "დავიცავათ საქართველოს სისუფთავე" ორგანიზებით განხორციელდა.
ეს წარმატება მომავალი სიახლისნდა სიხარულის საწინდარია.
პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინა პროექტის კოორდინატორმა ლამზირა ონიანმა, სკოლის მიღწევების შესახებ ისაუბრეს დეხვირის საჯარო სკოლის დირექტორმა ხათუნა ხეცურიანმა და საგანმანათლებლო რესურს- ცენტრის უფროსმა ირაკლი სილაგაძემ.
სკოლას წარმატება მიულოცეს საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მოადგილემ-მარიკა კოპალიანმა, მერის მოადგილეებმა- ალუდა თუთისანმა, რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს ფრაქცია ,,უმრავლესობის" ლიდერმა ონისე ჩაკვეტაძემ, გენდერული თანასწორობის ცენტრის ხელმძღვანელმა მარინე სვანიძემ და სხვებმა.
პრეზენტაციის დასასრულს სკოლის მოსწავლეებმა მხატვრული ღონისძიება წარმოადგინეს.
ორგანიზატორებმა სიმბოლური და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს სკოლას და მოსწავლეებს.
ვულოცავთ დეხვირის საჯარო სკოლას ამ დამსახურებულ წარმატებას!

სიახლეები