სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დარბაზში კონცერტი ჩატარდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დარბაზში კონცერტი ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურის ცენტრთან არსებული მუსიკალური ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები ,,ლეჩხუმი" და ,,ახალი თაობა".
ღონისძიებას უძღვებოდა კულტურის ცენტრის დირექტორი დარეჯან საღინაძე.
კონცერტს ლეჩხუმის საზოგადოებასთან ერთად ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი მოადგილეებთან ერთად.

სიახლეები