სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმში დღესასწაული ,,ლომისობა" აღინიშნა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმში დღესასწაული ,,ლომისობა" აღინიშნა.
ჩქუმის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა ჭყონდიდის, ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ.
ტაძარი 2018 წელს ქველმოქმედ ვოვა თუთისანის დაფინანსებით აშენდა და დღევანდელ დღესასწაულს საქართველოს პატრიარქის კურთხევით ,,ლომისობა" ეწოდა.
საზეიმო წირვას ესწრებოდნენ რაჭა- ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები მარიკა კოპალიანი, რეზო ხეცურიანი, მერის მოადგილეები ალუდა თუთისანი და რევაზ ახვლედიანი.
გილოცავთ ლეჩხუმურ ,,ლომისობას", წმინდა გიორგის მადლმა გაგაძლიეროთ!

სიახლეები