სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმში ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმში ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და
მისმა ღირებულებამ 520 000 ლარი შეადგინა.
ხიდის გახსნის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ-კობა გაბუნიამ, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა.
აღნიშნული ხიდის მოწყობის შედეგად სოფელ ჩქუმის საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

სიახლეები