სიახლეები

ქალაქ ცაგერის N 2 საბავშვო ბაღში 5-6 წლის აღსაზრდელების ზეიმი მოეწყო

ქალაქ ცაგერის N 2 საბავშვო ბაღში 5-6 წლის აღსაზრდელების ზეიმი მოეწყო.
პატარებმა მუსიკალური და ცეკვის ნომრებით, ლექსებით სასიამოვნო განწყობა შექმნეს.
ღონისძიების ბოლოს პატარებს მიესალმა და სკოლისკენ გზა დაულოცა საბავშვო ბაღის გამგემ ლელა კვირიკაშვილმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებათა წარმომადგენლებმა.
პატარებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისგან საჩუქრები მიიღეს.

სიახლეები