სიახლეები

ცაგერის სტადიონზე გაიმართა მოყვარულთა ლიგის მუნიციპალური ტურნირი ფეხბურთში

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პროექტის ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით, მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის, ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბის ორგანიზებით, ცაგერის სტადიონზე გაიმართა მოყვარულთა ლიგის მუნიციპალური ტურნირი ფეხბურთში.
ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღო ოთხმა გუნდმა. ფინალურ შეხვედრაში ,,სიბიკარმა"(სოფ. ქვედა ცაგერი) დაამარცხა ცაგერის ,,ხვამლი" პენალტების სერიით 4:3 და გახდა ტურნირის 2022 წლის ჩემპიონი.
გამარჯვებულ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს მერიის და საკრებულოს მიერ დაწესებული თასები, შესაბამისი ხარისხის დიპლომები და ფულადი პრიზები გადასცეს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა და მერის მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა.
მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ცენტრის მიერ დაწესებული პრიზი გადაეცა ტურნირის აქტიურ მხარდამჭერ ნიკა საღინაძეს.
უნდა აღინიშნოს გუნდის ორბელის ,,ლაშიჭალა" საუკეთესო თამაშის შესახებ. ,,სიბიკარი გაძლიერებული შემადგენლობით ჩაერთვება რეგიონალურ ასპარეზობაში.

სიახლეები