სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი ცაგერის მთავარი ბიბლიოთეკის თანამშრომლებს შეხვდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსთან, გოგი კვირიკაშვილთან ერთად ცაგერის მთავარი ბიბლიოთეკის თანამშრომლებს შეხვდა.
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ადგილზე დაათვალიერა არსებულო ინფრასტრუქტურა, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელისგან-ბელა საღინაძისგან და თანამშრომლებისგან მოისმინა დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა და საჭიროებები.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ბიბლიოთეკის მუშაობას ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად თვლიან ჩვენი კუთხისთვის.

სიახლეები