სიახლეები

ქალაქ ცაგერში, რუსთაველის ქუჩაზე, ლადო ასათიანის სახელობის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ფარგლებში ქალაქ ცაგერში, რუსთაველის ქუჩაზე, ლადო ასათიანის სახელობის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სამუშაოები ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ჭაბუკი ჭაბუკიანთან, ფრაქცია ,,უმრავლესობის" ლიდერთან, ონისე ჩაკვეტაძესთან ერთად პირადად დაათვალიერა.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამუშაოთა მწარმოებელი კომპანიის ,,საბა კონტრაქშენის" წარმომადგენლები.
პროექტის ფარგლებში ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, გარე განათება, მოსასვენებელი სივრცეები.
4 წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

სიახლეები