სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ, მოადგილესთან, რევაზ ახვლედიანთან ერთად სოფელ დეხვირის ,,ღია ცის ქვეშ არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული მუზეუმი" მოინახულა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ, მოადგილესთან, რევაზ ახვლედიანთან ერთად სოფელ დეხვირის ,,ღია ცის ქვეშ არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული მუზეუმი" მოინახულა.
ცენტრალური გზიდან არცთუ ისე შორს არსებულ სივრცეში, მწვანე გარემოში, შთამბეჭდავი ხედები და ბუნებრივი გადმოსახედებია.
აქ ყველაზე მაღალი ადგილიდან, ისტორიული დეხვირის ციხიდან ლაჯანურის და ცხენისწყლის ხეობები ნათლად ჩანს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური საძიებო სამუშაოების შედეგად არაერთი არტეფაქტია აღმოჩენილი, რაც დეხვირის მუზეუმის ტერიტორიაზეა შემონახული . აქ ბევრი დამთვალიერებელი სტუმრობს.
როგორც მუზეუმის ხელმძღვანელმა, გიორგი გასვიანმა საუბარში აღნიშნა, აქ კვლავ უამრავი მასალა არსებობს ახალი ექსპედიციის მუშაობისა და არქეოლოგიური აღმოჩენებისთვის.
გიორგი ნემსაძე მზადაა მუზეუმის მხარდაჭერისთვის, რათა ეს ადგილი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის, რაც ლეჩხუმის წარმოჩენისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია

სიახლეები