სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში, გორის უბანში მისასვლელი ,,ღვინის გზის" ბეტონით მოწყობის სამუშაოები დასრულების ფაზაშია

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში, გორის უბანში მისასვლელი ,,ღვინის გზის" ბეტონით მოწყობის სამუშაოები დასრულების ფაზაშია.
ჩატარებული სამუშაოები, სოფლის მოსახლეობასთან ერთად, დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ, მერის პირველმა მოადგილემ ალუდა თუთისანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
სამუშაოებს აწარმოებს შ.პ.ს ,,თთ 2019".სახელშეკრულებო თანხაა 523 203 ლარი.
პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით ხორციელდება.

სიახლეები