სიახლეები

22 ივნისს მოსული უხვი ნალექის შედეგად ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღუში გააქტიურდა მეწყეული პროცესები

22 ივნისს მოსული უხვი ნალექის შედეგად ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღუში გააქტიურდა მეწყეული პროცესები. ნაშალმა მასამ პრობლემები შექმნა ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე და გადაკეტა მოძრაობა სოფელ ლაჯანის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ტექნიკის ინტენსიური მუშაობის შედეგად ამ დროისათვის გზა გახსნილია და კვლავ გრძელდება აქტიურ რეჟიმში გზის გაწმენდითი სამუშაოები.
სტიქიის ადგილზე დილიდან იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მოადგილეები გიორგი მაქარაშვილი და ლაშა ჭიჭინაძე, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტინე კობახიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის პირველი მოადგილე ალუდა თუთისანი.
სტიქიის ადგილზე, მეწყრული მოვლენების შესასწავლად უკვე მუშაობს გეოლოგების ჯგუფი.

სიახლეები