სიახლეები

ა/ა/იპ ,,ქალთა, ბავშვთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის“ ცენტრის ორგანიზებით და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სოციალური მუსიკალური პროექტი „ჩვენც გვემღერება“ გაიმართა

ა/ა/იპ ,,ქალთა, ბავშვთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის“ ცენტრის ორგანიზებით და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სოციალური მუსიკალური პროექტი „ჩვენც გვემღერება“ გაიმართა.
პროექტი სოფლად მცხოვრებ ქალთა დღისადმი იყო მიძღვნილი, რომელსაც მსოფლიო ოქტომბერში აღნიშნავს, მაგრამ პანდემიის გამო მოგვიანებით აღინიშნა.
პროექტის მიზანი იყო წარმოეჩინა სოფლად მცხოვრები ქალების ცხოვრება და შემოქმედება, მიეცა მათთვის შანსი პირველად დამდგარიყვნენ სცენაზე ფართო აუდიტორიის წინაშე.
პროექტში სულ 9 კონკურსანტი მონაწილეობდა- სხვადასხვა პროფესიის ადამიანები-პედაგოგები, დიასახლისები, ბიბლიოთეკარები, სამომხმარებლო ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული ქალბატონები.
პროექტის ორგანიზატორები გახლდნენ მარინე სვანიძე და იზა ხეცურიანი.
სტუმრებთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე, მოადგილეები ალუდა თუთისანი, რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე მარიკა კოპალიანი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაგდა ყურაშვილი და სხვები.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა.
პროექტში მონაწილე
ქალბატონებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

სიახლეები