სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის. მერიაში მერის, გიორგი ნემსაძის ხელმძღვანელობით, სამუშაო თათბირი ჩატარდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის. მერიაში მერის, გიორგი ნემსაძის ხელმძღვანელობით, სამუშაო თათბირი ჩატარდა.
თათბირს ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში.
თათბირზე განხილული იქნა ვენახების საკადასტრო აღწერის მიმდინარეობის პროცესი, წარმომადგენლებს დაევალათ აქტიური კომუნიკაცია და მოსახლეობის ინფორმირება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე ისაუბრეს უბნის ექიმების მუშაობის ხელშეწყობაზე მერის წარმომადგენლების მხრიდან.
ძალიან მალე იწყება ,,სოფლის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები, რაშიც, ასევე აუცილებელია მერის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობა.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ მერის მოადგილეები ალუდა თუთისანი და რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს ფრაქცია ,,უმრავლესობის" ლიდერი ონისე ჩაკვეტაძე.

სიახლეები