სიახლეები

„განახლებული რეგიონების“ფარგლებში ქალაქ ცაგერში, რუსთაველის ქუჩაზე, ლადო ასათიანის სახელობის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ფარგლებში ქალაქ ცაგერში, რუსთაველის ქუჩაზე, ლადო ასათიანის სახელობის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ეწყობა განახლებული ბილიკები, დასასვენებელი სივრცეები.
რუსთაველის და კოსტავას ქუჩებზე მიმდინარეობს ფასადების სარემონტო სამუშაოები და ღობეების განახლება.
სამუშაოები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლაშა ჭიჭინაძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა მოადგილეებთან ერთად დაათვალიერეს.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამუშაოთა მწარმოებელი კომპანიის ,,საბა კონტრაქშენის" წარმომადგენლები.
4 წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

სიახლეები