სიახლეები

საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერთან შეხვედრა მოეწყო

ცაგერის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ორგანიზებით, სპორტული დაწესებულებების( კომპლექსური სასპორტო სკოლა, ფეხბურთის კლუბი და ფრენბურთის კლუბი ) აქტიური ჩართულობით, საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, მოეწყო შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერთან, ლეგენდარულ სპორტსმენთან, საქართველოს ეროვნული ნაკრების და თბილისის ,,დინამოს" ყოფილ კაპიტანთან, გიორგი ნემსაძესთან.
მუნიციპალიტეტის მერი ესაუბრა ბავშვებს და დამსწრე საზოგადოებას საკუთარი სპორტული კარიერის მნიშვნელოვან დეტალებზე, წარმოადგინა მისი ხედვები ლეჩხუმში სპორტის და ოლიმპიური მოძრაობის განვითარების შესახებ, ყურადღება გაამახვილა სპორტში წარმატებების მომტან ძირითად აქცენტებზე.
შეხვედრამ კითხვა პასუხის რეჟიმში ძალზედ საინტერესოდ ჩაიარა.

სიახლეები