სიახლეები

ამბროლაური რაჭა-ლეჩხუმის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ფესტივალს მასპინძლობს

ამბროლაური რაჭა-ლეჩხუმის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ფესტივალს მასპინძლობს.
ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი ქარხნებისა და მცირე მარნების წარმომადგენლები, ასევე ფერმერები, რომლებიც მოწვეულ და ადგილობრივ სტუმრებს აცნობენ თავიანთ პროდუქციას.
ფესტივალს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან, მოადგილეებთან, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთად და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრება.
გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ რაჭა-ლეჩხუმში არსებული მარნების ღვინოების დაგემოვნების, ადგილობრივ მეღვინეებთან შეხვედრის და ასევე ადგილობრივ ფერმერთა პროდუქციის გაცნობის .
ფესტივალზე მოწვეულები არიან აღმოსავლეთ ევროპის ექსპორტიორები, მეღვინეები და დისტრიბუტორები.
რაჭა-ლეჩხუმის ღვინის მარნებსა და ქარხნებს შესაძლებლობა ეძლევათ გამართონ პირდაპირი შეხვედრები აღმოსავლეთ ევროპის წამყვან ღვინის ექსპორტიორებთან.
რაჭა-ლეჩხუმის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ფესტივალი შპს “ჯი ეს სერვის გრუპის”მიერ, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით იმართება.
ღვინის ფესტივალის მიზანია რეგიონში ტრადიციული მეღვინეობის აღდგენა-შენარჩუნება და მცირე მეწარმეების ხელშეწყობა.

სიახლეები