სიახლეები

ძლიერი წვიმების შედეგად ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში ადიდებულმა ცხენისწყალმა დააზიანა დამცავი ჯებირი და დატბორა მიმდებარე ტერიტორია

ძლიერი წვიმების შედეგად ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში, ჭალის უბანში, ადიდებულმა ცხენისწყალმა დააზიანა დამცავი ჯებირი და დატბორა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მოსახლეობის დამხმარე ნაგებობები.
ადგილზე იმყოფებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე, მერის მოადგილე ალუდა თუთისანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რეზო ხეცურიანი.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს ჯებირის აღდგენის და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.

სიახლეები