სიახლეები
მაღაზიათა ქსელმა ,,ბიბლუსმა" ცაგერის მუნიციპალიტეტში არსებულ თხუთმეტივე საბავშვო ბაღს საჩუქრად ახალი საბავშვო ლიტერატურა გადასცა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ნემსაძის ინიციატივით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, წიგნების მაღაზიათა ქსელმა ,,ბიბლუსმა" ცაგერის მუნიციპალიტეტში არსებულ თხუთმეტივე საბავშვო ბაღს საჩუქრად ახალი საბავშვო ლიტერატურა გადასცა.
საინტერესო წიგნები-ზღაპრები, მოთხრობები, თანამედროვე ილუსტრაციებით და მაღალი ხარისხის ბეჭდვით- ძალზედ სასიხარულო აღმოჩნდა როგორც საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის, ასევე, პედაგოგებისთვის.
,,ბიბლუსის" წარმომადგენლებთან ერთად საბავშვო ბაღებში იყოფებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე, მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებების ხელმძღვანელი მარინა ბურჯალიანი.
,,ჩვენი პრიორიტეტია სკოლამდელი დაწესებულებების წარმატებული ფუნქციონირება. დღეს ძალზედ გაიხარეს ჩვენმა პატარებმა ახალი, საინტერესო, ლამაზად ილუსტრირებული წიგნებით, ასეთი საჩუქარი გაგვიკეთა ,,ბიბლუსმა", რისთვისაც დიდ მადლიერებას გამოვთქვამთ.ახლო მომავალშიც ვგეგმავთ მსგავსი სახის აქტივობებს ლეჩხუმის საბავშვო ბაღებისთვის"-აღნიშნა გიორგი ნემსაძემ.