სიახლეები

სოფელ ჩხუტელში მიმდინარეობს მაქსიმე აღმსარებლის ტაძრიდან სოფლის ცენტრალურ გზამდე ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში მიმდინარეობს მაქსიმე აღმსარებლის ტაძრიდან სოფლის ცენტრალურ გზამდე ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები.
ასევე, მიმდინარეობს სოფელ ჩხუტელში გზის მეორე მონაკვეთის მოწყობა გორის უბანში.
ამ ეტაპისთვის განხორციელებული სამუშაოები სოფლის მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მერის პირველმა მოადგილემ ალუდა თუთისანმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რეზო ხეცურიანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
მაქსიმე აღმსარებლის ტაძრიდან სოფლის ცენტრისკენ მიმდინარე სამუშაოებს ახორციელებს შ.პ.ს ,,ჯთბ გოლდენ ეიჯ". პროექტის ღირებულებაა 370 379 ლარი.
სამუშაოები დასრულების ფაზაშია.

სიახლეები