სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში დღეს, 30 ივნისს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის-ზაზა ყურაშვილის ხელძღვანელობით კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული  საკითხები განიხილეს.

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის  მერიის  საკუთრებაში  არსებული ქონების, ავტომანქანა  DAF, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით EDE 012 ყვითელი, ასინიზაციის საბალანსო ღირებულებით 9500 ლარი,  ავტომანქანის პირდაპირი განკარგვის წესით (,,უსასყიდლო უზუფრუქტი“) სარგებლობის უფლებით  ... ,,მანქანა -ტრაქტორთა პარკის“-თვის   (დირექტორი . ქარსელაძე) გადაცემის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე.’’

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის  მერიის  საკუთრებაში  არსებული ქონების, ექსკავატორი CUKPOVA,   სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით LV242V,  ყვითელი, საბალანსო ღირებულებით 62034.20 აშშ დოლარი,   პირდაპირი განკარგვის წესით (,,უსასყიდლო უზუფრუქტი“) სარგებლობის უფლებით  ... ,,მანქანა -ტრაქტორთა პარკის“-თვის   (დირექტორი . ქარსელაძე) გადაცემის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე.’’

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის  მერიის  საკუთრებაში  არსებული ქონების, ბულდოზერი კატეპილარი D8R, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით EB-230 ყვითელი, საბალანსო ღირებულებით 720 000 ლარი,   პირდაპირი განკარგვის წესით (,,უსასყიდლო უზუფრუქტი“) სარგებლობის უფლებით  ... ,,მანქანა -ტრაქტორთა პარკის’’-თვის   (დირექტორი . ქარსელაძე) გადაცემის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე.’’

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ,,ცაგერის მთავარი ბიბლიოთეკის სოფ. ჭალისთავის განყოფილების წიგნადი ფონდისქვედა ცაგერის საჯარო სკოლისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2008 წლის 26 დეკემბრის №306 განკარგულების  ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.’’

საკითხებს მხარი დაუჭირეს დამსწრეებმა.

სიახლეები