სიახლეები

ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია დასრულდა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი ლაჯანის საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიება-პერფორმანსს დაესწრო, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას მიეძღვნა.

ღონისძიება სახელწოდებით „არ გაჩუმდე — ერთად ყველაფერს შევძლებთ“ ცაგერის მერიის ა/აიპ „ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის“ ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა, რომლის ხელმძღვანელია მარინე სვანიძე.

მოსწავლეებმა, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ და ხმამაღლა დაგმეს  ძალადობა, ღონისძიების ფარგლებში ხაზი გაესვა თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობას, სწორ რეაგირებასა და თანადგომას.

ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანია, რომელიც  25 ნოემბერს დაიწყო დასრულდა.


სიახლეები