სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა მიწის ნაკვეთების სისტემური წესით აგეგმვა/აზომვა
მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, განხორციელდა ცაგერის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული მიწის ნაკვეთების სისტემური წესით აგეგმვა/აზომვა, მომზადდა საკადასტრო რუკები, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა და მოსარგებლეთა მონაცემების მითითებით. ზემოაღნიშნული მონაცემები, საჯაროდ გამოცხადდა საჯარო რეესტრის 2025 წლის 12 დეკემბრის N 283732 გადაწყვეტილებით.


