სიახლეები
წარმატებული სპორტსმენის სტუმრობა მუნიციპალიტეტის საკრებულოში
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე მოჭიდავე ცოტნე სილაგაძეს და მის მწვრთნელებს შეხვდა, რომლებთაც თბილისში გამართულ ტურნირში გამარჯვება მიულოცა.
ცაგერის სასპორტო სკოლასთან არსებული ჭიდაობის კლუბ „თაკვერის“ მოჭიდავემ ცოტნე სილაგაძემ, კლუბის სხვა წევრებთან ერთად, წარმატებით იასპარეზა, პირველი ადგილი დაიკავა და ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედ დასახელდა.
წარმატებულ სპორტსმენს და მის მწვრთნელებს - მამუკა მახარობლიძეს და თორნიკე ბურჯალიანს გამარჯვება მიულოცეს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანმა და მერის პირველმა მოადგილე რევაზ ახვლედიანმა.


