სიახლეები

ოპტიკური ინფრასტრუქტურის პროექტირება აქტიურ ფაზაშია ცაგერი-ლენტეხის მიმართულებაზე

ოპტიკური ინფრასტრუქტურის პროექტირება აქტიურ ფაზაშია ცაგერი-ლენტეხის მიმართულებაზე.
აღნიშნულ არეალში საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურებით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „პარვუს ჯგუფი“ ახორციელებს.
ქსელის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია მიმდინარე წლის ბოლოსთვის.
ცაგერი- ლენტეხის მიმართულება მოიცავს შემდეგ არეალებს:
ცაგერის მუნიციპალიტეტი - ქალაქი ცაგერი, ტვიში, მახაში, წიფერჩი, ლასურიაში, ქვედა ცაგერი, ჭალისთავი, ოყურეში, ზუბი, ლაილაში, ჩხუტელი, ლაჯანა, ორბელი.
ლენტეხის მუნიციპალიტეტი -დაბა ლენტეხი, ხელედი, რცხმელური.

სიახლეები