სიახლეები

ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით და მხარდაჭერით ჩატარდა რაიონული კონფერენცია, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარებისათვის

ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით და მხარდაჭერით ჩატარდა რაიონული კონფერენცია, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარებისათვის.
სასკოლო საზოგადოების წევრებმა წარმოადგინეს ნაშრომები, რაც ემსახურებოდა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას. სკოლის ლიდერებმა წარმოადგინეს სასკოლო პროექტები, რომლებმაც სასკოლო კულტურის განვითარებას შეუწყო ხელი.
მომხსენებლებსა დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი. ასევე, კონფერენციაში ჩართული იყვნენ ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში მხარდამჭერი გუნდიც: საგნის ექსპერტები და რაიონის კოორდინატორი.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 15 პრეზენტატორმა. მათ გადაეცათ სერტიფიკატები. შეირჩა საუკეთესო 5 ნაშრომი,რომელიც ივლისის თვეში,გაიგზავნება ეროვნულ კონფერენციაზე.
სერტიფიკატები გადაეცა მომხსენებლებს:
ისტორია/სამოქალაქო საგნის მიმართულებით:
იზოლდა ჭაბუკიანი-აღვის საჯარო სკოლა-
მარგალიტა ეფაძე-ოყურეშის საჯარო სკოლა
ფიქრია ჭიღვარია-ლაჯანის სკოლა
საბუნებისმეტყველო ჯგუფის მიმართულებით
დიანა ურთმელიძე-ბიოლოგია ჩხუტელის საჯარო სკოლა
ლამზირა ონიანი-ქიმია ბარდნალის საჯარო სკოლა
უცხო ენა-ინგლისური ენის მიმართულებით:
ეკატერინე ლარცულიანი - ინგლისური ენა; ბარდნალის საჯარო სკოლა
თეონა ფრუიძე - ინგლისური ენა;ბარდნალის საჯარო სკოლა.

სიახლეები