სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 1 ივლისს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის  კომისიის სხდომა გაიმართა,  რომელსაც ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე  მამუკა ხაბულიანი.

სხდომაზე განიხილეს საკითხი:

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ცაგერის მუნიციპალიტეტში 2022 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ.

ინფორმაცია ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მეორე კვარტლის მონაცემებით.

საკითხებს მხარი დაუჭირეს დამსწრეებმა.

 


სიახლეები