სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ესტონეთის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლეს

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ესტონეთის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლეს.
ვიზიტის პირველი დღე დაიწყო სამუშაო შეხვედრით, შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს სტუმრებს ცაგერის მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები ალუდა თუთისანი და რევაზ ახვლედიანი.
შეხვედრას ესწრებოდნენ ესტონური დელეგაციის, წარმომადგენლები, პროექტის ექსპერტები.
,,პროექტის განკარგვა ადგილობრივ დონეზე: გამჭვირვალე მმართველობა“– ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.
პროექტის მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობის ფარგლებში მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიების შემუშავება.
ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში არსებული მდგომარეობის გაცნობა და შემდგომი თანადგომა ესტონეთის მხრიდან .
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ ლეჩხუმში არსებული ღირსშესანიშნაობები, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ტურისტული ინფრასტრუქტურა და ლოკაციები დაათვალიერეს, მათ შორის-ცაგერის ისტორიული მუზეუმი, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, საირმის სვეტები , ,,მწვანე ტბა". აქ მათ მერიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი და საკრებულოს წარმომადგენლები მასპინძლობდნენ.
მერმა და დელეგაციის წევრებმა კონკრეტული იდეები განიხილეს და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის სამოქმედო გეგმები დასახეს.
,,ესტონეთის გამოცდილება , ვფიქრობ, სასარგებლო იქნება ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. ცოტა ხნის წინ თავად გახლდით ესტონეთში სამუშაო ვიზიტით, გავეცანი იქ არსებულ მდგომარეობას სხვადასხვა სფეროში , რაც ძალზედ საინტერესოა, ესტონელების გამოცდილება ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.კიდევ ერთხელ მადლობა ესტონელ მეგობრებს."-აღნიშნა გიორგი ნემსაძემ.

სიახლეები