სიახლეები

უხვი ნალექის შედეგად, ცაგერის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში-ზუბში, მახურასა და ისუნდერში პრობლემები შეიქმნა

უხვი ნალექის შედეგად, ცაგერის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში-ზუბში, მახურასა და ისუნდერში პრობლემები შეიქმნა.
ადიდდა მთის მდინარეები და გადმოვიდა კალაპოტიდან რის გამოც, დაზიანდა საავტომობილო გზა, დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ეზოები და დამხმარე ნაგებობები.
სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალუდა თუთისანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის წარმომადგენელი ზუბის თემში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი.
ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია და მოსახლეობას საფეთხე არ ემუქრება. ხვალ დილიდან შეიქმნება სტიქიის დამთვლელი კომისია, მოხდება ზარალის ზუსტი აღრიცხვა და აქტიურ რეჟიმში დაიწყება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.

სიახლეები