სიახლეები

ტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, დილიდან აქტიურ რეჟიმში დაიწყო ცაგერის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში-ზუბში, მახურასა და ისუნდერში

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, დილიდან აქტიურ რეჟიმში დაიწყო ცაგერის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში-ზუბში, მახურასა და ისუნდერში.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ- გიორგი მაქარაშვილმა მიმდინარე სამუშაოები ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან-გიორგი ნემსაძესთან, მერის მოადგილეებთან, ალუდა თუთისანთან და რევაზ ახვლედიანთან ერთად მოინახულა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.
მიმდინარეობს დაზიანებული გზების შეკეთება და გაწმენდა ქვა-ღორღისგან, არხების გაჭრა და გასუფთავება.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად, დილიდან, აქტიურად მიმდინარეობს დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ მიყენებული ზარალის დათვლა.
ივლისს უხვი ნალექის შედეგად ადიდდა მთის მდინარეები, გადმოვიდა კალაპოტიდან, რის გამოც დაზიანდა საავტომობილო გზა, დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ეზოები და დამხმარე ნაგებობები.

სიახლეები