სიახლეები

ეროვნული გამოცდები დაიწყო საქართველოში

დადგა ის დრო, როდესაც ჩვენმა ძვირფასმა ახალგაზრდებმა თავიანთი ცოდნის ღირსეული შეფასება უნდა დაიმსახურონ და ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყონ -სტუდენტობის წლები.
ლეჩხუმელი პედაგოგები ყოველთვის საუკეთესოდ მომზადებულ ახალგაზრდებს გზავნიან ეროვნულ გამოცდებზე.
ჩემო ახალგაზრდებო, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები, სადაც სწავლას განაგრძობთ, თქვენს ცოდნას გააღრმავებენ და საუკეთესო პროფესიონალებად ჩამოყალიბდებით, თქვენი იმედი აქვს ჩვენს ულამაზეს კუთხეს და სამშობლოს.წარმატებებს გისურვებთ! დიდი სიხარულით დაგეგვირგვინებინოთ თქვენი შრომა,განათლების მისაღებად დაუშურველი!
პატივისცემით,
გიორგი ნემსაძე,
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი

სიახლეები