სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს,  6 ივლისს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ  ჭაბუკი ჭაბუკიანმა.

სხდომას ესწრებოდა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი  გიორგი   ნემსაძე, ასევე მერიის თანამდებობის  პირები.

მიღებული იქნა  განკარგულებები:

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ცაგერის მუნიციპალიტეტში 2022 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ (მომხსენებელი  სოფო გვიშიანი).

ცაგერის მუნიციპალიტეტის   საკუთრებაში  არსებული მოძრავი ქონების, ასინიზაციის  ავტომანქანა  DAF -ის  (ყვითელი ფერი,  სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი EDE 012, საბალანსო ღირებულება 9500 ლარი) პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით   (უსასყიდლო უზუფრუქტი) ... ,,მანქანა -ტრაქტორთა პარკის“-თვის   (დირექტორი . ქარსელაძე) გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე (მომხსენებელი  ბონდო კოპალიანი).

ცაგერის მუნიციპალიტეტის    საკუთრებაში  არსებული მოძრავი ქონების  ექსკავატორი CUKPOVA-ს  (ყვითელი ფერი, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი LV242V,  საბალანსო ღირებულება 62034.20 აშშ დოლარი)   პირდაპირი განკარგვის წესით,  სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო უზუფრუქტი)  ... ,,მანქანა-ტრაქტორთა პარკის“-თვის (დირექტორი . ქარსელაძე) გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე (მომხსენებელი  ბონდო კოპალიანი).

ცაგერის მუნიციპალიტეტის    საკუთრებაში  არსებული მოძრავი ქონების, ბულდოზერი კატეპილარი D8R-ის (ყვითელი ფერი, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი EB-230, საბალანსო ღირებულება 720 000 ლარი)   პირდაპირი განკარგვის წესით (უსასყიდლო უზუფრუქტი) სარგებლობის უფლებით  ... ,,მანქანა -ტრაქტორთა პარკის“-თვის   (დირექტორი . ქარსელაძე) გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე (მომხსენებელი  ბონდო კოპალიანი).

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ,,ცაგერის მთავარი ბიბლიოთეკის სოფ. ჭალისთავის განყოფილების წიგნადი ფონდის“ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2008 წლის 26 დეკემბრის №306 განკარგულების  ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე (მომხსენებელი  ბონდო კოპალიანი).

ცაგერის მუნიციპალიტეტში მეორე კვარტლის მონაცემებით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ (მომხსენებელი  მამუკა ხაბულიანი).

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის  №83  განკარგულებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხსენებელი  თამაზ ჭაბუკიანი).

ამით საკრებულოს სხდომამ მუშაობა დაასრულა.

 

სიახლეები