სიახლეები

ბიზნეს ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ 7 ივლისს 12:00 სთ-ზე მეწარმე ქალთა ფორუმს მასპინძლობს რაჭაში

ბიზნეს ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ 7 ივლისს 12:00 სთ-ზე მეწარმე ქალთა ფორუმს მასპინძლობს რაჭაში, კერძოდ ამბროლაურში, სადაც მოწვეულნი იქნებიან, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის ქალი მეწარმეები.
შეხვედრის ადგილი - ( სასტუმრო “კარსე”)
ღონისძიება ეთმობა პოსტ პანდემიური კრიზისების მართვას და მოიცავს პანელურ დისკუსიას ისეთ თემებზე როგორიცაა ბიზნეს ინვესტიციები და ხელშეწყობა, ადამიანური რესურსები და პროფესიული განვითარება, ვორქშოპებს - გაციფრულების დაჩქარების, სამეწარმეო და შრომითი კანონმდებლობის ცვლილებებსა და მნიშვნელოვან ასპექტებზე და ინდივიდუალურ კონსულტაციებს მეწარმე ქალებისთვის.
ამასთანავე, ღონისძიებაზე ერთ-ერთი პანელი დაეთმობა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო პროგრამებს მეწარმე ქალებისთვის როგორიცაა სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამები, საქართველოს სტრატეგიული განვითარებისა და კვლევების ცენტრის პროგრამები, ქეა საქართველოს პროგრამა და ასევე თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მიმდინარე საბანკო პროდუქტები, რომლებიც მეწარმეობის განვითარების მიმართულებით მოქმედებს.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში მსხვილი და საშუალო ბიზნესის მფლობელი და მმართველი ქალები გაამოცდილებას გაუზიარებენ ფორუმის მონაწილეებს.
დამატებით ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
+995 599 107 444
მარიკა ჯაფარიძე

სიახლეები