სიახლეები

ივლისს, ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მეწარმე ქალთა ფორუმი გაიმართა

7 ივლისს, ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მეწარმე ქალთა ფორუმი გაიმართა.
ბიზნეს ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ ორგანიზებით, ქ. ამბროლაურში მეწარმე ქალთა ფორუმი გაიმართა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარის ქალი მეწარმეები ესწრებოდნენ.
ფორუმის მონაწილეებს ბიზნეს ფედერაცია ,,ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინო კობახიძემ და რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა ქრისტინა კობახიძემ, სხვადასხვა სააგენტოსა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, ბიზნეს ინვესტიციების განხორციელებისთვის საჭირო მიმართულებები გააცნეს და დეტალურად ისაუბრეს იმ საგრანტო პროგრამებზე, რომლებიც ბენეფიციარებს სამეწარმეო საქმიანობის განვითარებაში დაეხმარება.
ღონისძიება დაეთმო პოსტ პანდემიური კრიზისების მართვას და მოიცავდა პანელურ დისკუსიას ისეთ თემებზე, როგორიცაა ბიზნეს ინვესტიციები და ხელშეწყობა, ადამიანური რესურსები და პროფესიული განვითარება, ვორქშოპებს - გაციფრულების დაჩქარების, სამეწარმეო და შრომითი კანონმდებლობის ცვლილებებსა და მნიშვნელოვან ასპექტებზე, ასევე ინდივიდუალურ კონსულტაციებს მეწარმე ქალებისთვის.
ღონისძიებაზე ერთ-ერთი პანელი დაეთმო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სხვადასხვა პროგრამებს, როგორიცაა სოფლის განვითარების სააგენტოს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ქეა საქართველოსა და სტრატეგიული განვითარებისა და კვლევების ცენტრის პროგრამებს, ასევე თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მიმდინარე საბანკო პროდუქტებს, რომლებიც მეწარმეობის განვითარების მიმართულებით მოქმედებს.

სიახლეები