სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში მდინარე ცხენისწყალზე ნაპირსამაგრის სამუშაოები მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში (ჭალებთან და სტადიონთან) მდინარე ცხენისწყალზე ნაპირსამაგრის სამუშაოები მიმდინარეობს.
ეწყობა ნაპირსამაგრი ნაგებობა ქვის მყარი ჩალაგებით.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი ადგილზე მოინახულეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ და მერის მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა.
პროექტს ახორციელებს შპს ,,Georgian Build"
სახელშეკრულებო თანხა არის 885529 ლარი.

სიახლეები