სიახლეები

მუნიციპალიტეტში მცხოვრები ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს“ მორიგი სხდომა გაიმართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს“ მორიგი სხდომა გაიმართა, რომლის თავმჯდომარეა მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი.
სხდომაზე განიხილეს ცაგერის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
შ.შ.მ. პირთა პროფესიული გადამზადების პროგრამის შესახებ./ მომხსენებელი ჯონი ხალიანი/.
შ.შ.მ. პირების დასაქმების წინადადებების შემუშავება და რეკომენდაციების გაწევა დაწესებულებებისათვის/მომხსენებელი დავით ჩაკვეტაძე/.
მიმდინარე წელს იგეგმება სხვადასხვა ღონისძიება მუნიციპალიტეტში მცხოვრები შ.შ.მ. პირების შესაძლებლობების უკეთესი რეალიზებისათვის.

სიახლეები