სიახლეები

ქალაქ ცაგერში, კეჭნარის სკვერში, დიდ ეკრანზე, რაგბიში საქართველო-იტალიის თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართა.

ქალაქ ცაგერში, კეჭნარის სკვერში, დიდ ეკრანზე, რაგბიში საქართველო-იტალიის თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართა.
რაგბის ლეჩხუმელი გულშემატკივრებისათვის დადებითი ემოციებით დატვირთული საღამო შედგა.მათ საშუალება ჰქონდათ ეს საუკეთესო სპორტული სანახაობა ერთობლივად ენახათ კარგ გარემოში.
ჩვენებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის პირველი მოადგილე ალუდა თუთისანი, განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი გიორგი კვირიკაშვილი, მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებთან და ლეჩხუმელ ახალგაზრდებთან ერთად.
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მნიშვნელოვან მატჩში გამარჯვება მოიპოვა და იტალიის ნაკრები 28-19 დაამარცხა.
ვულოცავთ ქართველ მორაგბეებს და მთელ საქართველოს ამ დიდ გამარჯვებას!

სიახლეები