სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 11 ივლისს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას ხელმძღვანელობდა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე კარლო მუშკუდიანი.
სხდომაზე განიხილეს საკითხი:
„ცაგერის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 დეკემბერის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
საკითხს მხარი დაუჭირეს დამსწრეებმა.