სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში , კურორტ ,,ლაშიჭალაში" იწყება საკურორტო სეზონი

ცაგერის მუნიციპალიტეტში , კურორტ ,,ლაშიჭალაში" იწყება საკურორტო სეზონი.
მუნიციპალიტეტის ძალისხმევით გაიწმინდა და მოწესრიგდა კურორტამდე მისასვლელი საავტომობილო გზა.
სამუშაოები შეასრულა შ.პ.ს ,,მანქანა-ტრაქტორთა პარკმა" /ხელმძღვანელი დავით ქარსელაძე/.
ამ ეტაპისათვის სამუშაოები დასრულებულია და ბალნეოლოგიური კურორტის მიმართულებით გადაადგილება შეუძლია ნებისმიერი სახის ტრანსპორტს.

სიახლეები