სიახლეები

ინფორმაცია ქუჩების სახელდების შესახებ

 

ცაგერის  მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მუნიციპალიტეტის  მერის ინიცირებით შემოვიდა წერილები- № 80-802218527,     №80-802218119, სადაც მერიას თხოვნით მიმართავს ა(ა)იპ იროდიონ სულგულაძის სამართლის ინსტიტუტის (ისსი) დირექტორი, უფროსი მკვლევარი თორნიკე ნემსწვერიძე, რათა ქალაქ ცაგერში მდებარე შოთა რუსთაველის პირველ შესახვევს შეეცვალოს სახელწოდება და  მიენიჭოს პროფესორ ზურაბ ახვლედიანის სახელი, ასევე შოთა რუსთაველის მეორე შესახვევს შეეცვალოს სახელწოდება და მიენიჭოს პროფესორ მიხეილ ალავიძის სახელი.

საკითხს შეისწავლის და საჯარო განხილვის მიზნით მოსახლეობასთან კონსულტაციას გამართავს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და  ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 01 ივნისის № 239 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ცაგერის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო დაფაზე,  საჯარო განხილვის მიზნით.

მისამართი: ქალაქი ცაგერი, რუსთაველის N65.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

 

სიახლეები