სიახლეები

გაეროს განვითარების პროგრამის ,,მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობის გაუმჯობესება ადგილობრივი პარტნიორობის გამოყენებით" პრეზენტაცია გაიმართა

ცაგერის საჯარო სკოლაში გაეროს განვითარების პროგრამის ,,მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობის გაუმჯობესება ადგილობრივი პარტნიორობის გამოყენებით" პრეზენტაცია გაიმართა.
აღნიშნული საგანმანათლებლო პროექტის
პრეზენტაციას უძღვებოდა პროფესიული განათლების შრომის ბაზრის უფროსი, ეროვნული კონსულტანტი რევაზ საყვარელიძე.
პროექტი ფინანსდება ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით.
განხილვის თემა გახლდათ პროგრესი პროექტში და მოთხოვნადი პროფესიები.
შეხვედრაზე იმსჯელეს აღნიშნულ პროგრამაში ცაგერის მუნიციპალიტეტის სამომავლო ჩართულობის ფორმასა და შესაძლებლობებზე განათლების კუთხით.მუნიციპალიტეტი აირჩევს პროფესიული განათლების რამდენიმე მიმართულებას, რაზეც იქნება შემდგომი ორიენტაცია.
შეხვედრას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი ირაკლი სილაგაძე.

სიახლეები