სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ როექტ GRETA-ს ხელმძღვანელს - რიკარდო მონტანარს და მდგრადი სამთო ტურიზმის განვითარების მიმართულებით პროექტის მენეჯერს - ირაკლი კუციას უმასპინძლა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალუდა თუთისანმა, პროექტ GRETA-ს ხელმძღვანელს - რიკარდო მონტანარს და მდგრადი სამთო ტურიზმის განვითარების მიმართულებით პროექტის მენეჯერს - ირაკლი კუციას უმასპინძლა.
პროექტი GRETA „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“-ს ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორებიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.
პროექტი მოიცავს მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებს.
სტუმრებმა დაათვალიერეს ცაგერის ტურიზმის ცენტრი და მის ხელმძღვანელთან, ნიკა ჩაკვეტაძესთან ერთად ისაუბრეს შემდგომ თანამშრომლობაზე ტურიზმის ხელშეწყობის კუთხით.

სიახლეები