სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 21 ივლისს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის  კომისიის  სხდომა გაიმართა,   რომელსაც ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე  მამუკა ხაბულიანი.

სხდომაზე განიხილეს საკითხები:

ქალაქ  ცაგერში მდებარე შოთა რუსთაველის პირველ შესახვევს პროფესორ ზურაბ ახვლედიანის სახელის მინიჭებისა და შოთა რუსთაველის მეორე შესახვევს პროფესორ მიხეილ ალავიძის სახელის მინიჭების თაობაზე.

კომისიის გადაწყვეტილებით იგეგმება აღნიშული საკითხების გაცნობა მოსახლეობისათვის.