სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 29 ივლისს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას  ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე ზაზა  ყურაშვილი.

სხდომაზე განიხილეს საკითხები:

ცაგერის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს მიერ დამტკიცებული საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანილი   ცაგერის მუნიციპალიტეტის ქ. ცაგერში, ასლანიკაშვილის ქუჩაზე მდებარე 29 კვ.მ (ს/კ89.03.24.107) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზაციო საფასურის განსაზღვრის შესახებ.

ცაგერის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს მიერ დამტკიცებული საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანილი   ქ. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერში  მდებარე   113 კვ.მ (ს/კ89.02.24.123)   არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზაციო საფასურის განსაზღვრის შესახებ.

ცაგერის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში  არსებული მოძრავი ქონების, ავტომანქანა ამწეს (კალათის ტიპი, თეთრი ფერი, სახელმწიფო ნომერი BB655BP, მოდელი- D.3 ELF, საბალანსო ღირებულება 40 000 ლარი)  პირდაპირი განკარგვის წესით (უსასყიდლო უზუფრუქტი)  სარგებლობის უფლებით  ა(ა)იპ  ,,კომუნალური მომსახურების”-თვის (დირექტორი ვალერიან ხაბულიანი) გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს მიერ დამტკიცებული საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანილი   ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების-სატრანსპორტო საშუალება ავტომანქანა  LAND CRUIZER (1999 წლის გამოშვება, სახელმწიფო ნომერი WWQ 430)  ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზაციო საფასურის განსაზღვრის შესახებ.

 ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2022 წლის საპრივატიზაციო ობიექტების  ნუსხის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 4 მაისის 24 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 საკითხს მხარი დაუჭირეს დამსწრეებმა.

 

სიახლეები