სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს, 3 აგვისტოს საკრებულოს  მორიგი სხდომა გაიმართა, სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ  ჭაბუკი  ჭაბუკიანმა.

მიღებულ იქნა  განკარგულებები:

ცაგერის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს მიერ დამტკიცებული საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანილი  ცაგერის მუნიციპალიტეტის ქ. ცაგერში, ასლანიკაშვილის ქუჩაზე მდებარე 29 კვ.მ (ს/კ89.03.24.107) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზაციო საფასურის განსაზღვრის შესახებ.

ცაგერის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს მიერ დამტკიცებული საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანილი  ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერში  მდებარე   113 კვ.მ (ს/კ89.02.24.123)   არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზაციო საფასურის განსაზღვრის შესახებ.

ცაგერის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში  არსებული მოძრავი ქონების, ავტომანქანა ამწეს (კალათის ტიპი, თეთრი ფერი, სახელმწიფო ნომერი BB655BP, მოდელი- D.3 ELF, საბალანსო ღირებულება 40 000 ლარი)  პირდაპირი განკარგვის წესით (უსასყიდლო უზუფრუქტი)  სარგებლობის უფლებით  ა(ა)იპ  ,,კომუნალური მომსახურების”-თვის (დირექტორი ვალერიან ხაბულიანი) გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2022 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 04 მაისის24 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 ამით საკრებულოს სხდომამ მუშაობა დაასრულა.

სიახლეები